რიპიცეფალუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიპიცეფალუსი

რიპიცეფალუსი – (Rhipicephalus; ბერძნ. rhipis მარაო + kephale თავი), პარაზიტიფორმული ტკიპების გვარი; მიეკუთვნება Ixodidae-ს ოჯახს.

Rhipicephalus bursa (ლათ. ტომარა, ჩანთა) – ორმასპინძლიანი ტკიპი, გავრცელებულია სამხრეთის ქვეყნებში. მისი ბიოტოპებია – ყამირი საძოვრები და იშვიათი ბუჩქნარებიანი საბალახო ფართობები. იგი ცხვრის ბაბეზიოზის, პიროპლაზმოზისა და ავიტელინოზის აღმძვრელების გადამტანია.

Rh.sanguineus (ლათ. სისხლიანი) – ძაღლის პიროპლაზმოზის აღმძვრელის გადამტანი; Rh.rossicus (ლათ. რუსული) – მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის პიროპლაზმოზის აღმძვრელის გადამტანი;

Rh.turanicus (ლათ. თურანიდან – მდებარეობს აზიაში) – ცხენის ნუტალიოზისა და ღორის პიროპლაზმოზის აღმძვრელების გადამტანი. გარდა ამისა, სავეტერინარო მნიშვნელობა აქვს რიპიცეფალუსის გვარის 10 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია მრავალ ქვეყანაში.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები