რიტორული შეკითხვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რიტორული შეკითხვა − პოეტური ფიგურის თავისებური სახე, რომელიც შეკითხვის ფორმით გამოხატავს აზრს, განცდას, დამოკიდებულებას მოვლენასთან; ამით ლექსს მეტი ემოციური სიმძაფრე და დამაჯერებლობა ენიჭება.
მაგალითად:
- ვინ მკითხულობს, ვინ დამეძებს,
- ვეს ვუყვარვარ მ ე?!
- (ნ. ჩხიკვაძე)
ან:
- სხვა საქართველო მაინც სად არის?
- რომელი კუთხე რომელ ქეეყნისა?
- ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი,
- ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?
- (ტ. ტაბიძე)