რიტორული შეძახება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რიტორული შეძახება – პოეტური ფიგურის სახეობა, რომელიც უშუალოდ გადმოგვცემს ავტორის დამოკიდებულებას საგნებისა და მოვლენებისადმი. რიტორული შეძახება შეიძლება იყოს მოწონების აღფრთოვანების, ან აღშფოთების გამომხატველი ზოგჯერ გადმოცემულია შორისდებულითაც.
მაგალითად:
- ვიშ, ამ დილასა, ამ ჰაერს
- ბუნების განმაცხოველსა!
რიტორულ შეძახებას თავისი ფორმები აქვს: რიტორული მტკიცება და რიტორული უარყოფა. ამ უკანასკნელის ნიმუშს წარმოადგენს:
- არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა!
- (რ. ერისთავი).
- არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა!