რიხტერი სვიატოსლავ
სვიატოსლავ რიხტერი – (7 მარტი 1915, ჟიტომირი – 1 აგვისტო 1997, მოსკოვი), პიანისტი სსრკ სახ. არტისტი, სსრკ და ლენინური პრემიების (1961) ლაურეატი. 1933-37 იყო ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრის კონცერტმაისტერი. 1934 პირველად გამოვიდა სოლო კონცერტით. 1937-47 (ხანგამოშვებით) მეცადინეობდა მოსკოვის კონსერვატორიაში გ. ნეიგაუზის კლასში. 1945 მუსიკოს შემსრულებელთა III საკავშირო კონკურსზე I პრემია მიიღო. 1950-იდან გამოდის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1943-იდან სისტემატურად ჩამოდიოდა საქართველოშიც. რიხტერი XX ს. ერთ-ერთი უდიდესი პიანისტია. მისი შესრულებისათვის უმაღლესი არტისტიზმი, მგზნებარე ტემპერამენტი, ფაქიზი გემოვნება, დამახასიათებელია ბგერითი პალიტრის სიმდიდრე. რ რიხტერის რეპერტუარი მოიცავს საფორტეპიანო ლიტერატურის თითქმის ყველა მნიშვნელოვან ნიმუშს.