რკინაბეტონის ელემენტების კვეთების გეომეტრიული მახასიათებლების აღნიშვნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რკინაბეტონის ელემენტების კვეთების გეომეტრიული მახასიათებლების აღნიშვნები − (საქართველოში ამჟამად მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების – „ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები” (პნ 03.01–09) მიხედვით), ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების გაანგარიშებებში გამოყენებულია შემდეგი ლათინური აღნიშვნები და სიმბოლოები:

b – მართკუთხა კვეთის სიგანე; ტესებრი და ორტსებრი კვეთების წიბოს სიგანე;
bf, b’f - ტესებრი და ორტსებრი კვეთის გაჭიმულ და შეკუმშულ ზონაში მდებარე თაროს სიგანე;
h – მართკუთხა, ტესებრი და ორტსებრი კვეთების სიმაღლე;
hf, h’f – ტესებრი და ორტსებრი კვეთების გაჭიმულ და შეკუმშულ ზონაში მდებარე თაროს სიმაღლე;
a, a’ – მანძილები, შესაბამისად, S და S’ არმატურის ძალვების ტოლქმედიდან კვეთის უახლოეს წახნაგამდე;
ho, h’o – კვეთის მუშა სიმაღლე, რომელიც შესაბამისად ტოლია h–a და h–a’;
x – ბეტონის შეკუმშული ზონის სიმაღლე;
ξ - ბეტონის შეკუმშული ზონის ფარდობითი სიმაღლე, ტოლი x/ho;
s – ცალუღებს შორის მანძილი რომელიც იზომება ელემენტის გრძივად;
eo – გრძივი N ძალის ექსცენტრისიტეტი დაყვანილი კვეთის სიმძიმის ცენტრის მიმართ;
eop – წინასწარი მომკუმშავი P ძალვის ექსცენტრისიტეტი დაყვანილი კვეთის სიმძიმის ცენტრის მიმართ;
eo, tot – გრძივი N ძალისა და წინასწარი მომკუმშავი P ძალვის ტოლქმედის ექსცენტრისიტეტი დაყვანილი კვეთის სიმძიმის ცენტრის მიმართ;
e, e’ – მანძილები N გრძივი ძალიდან, შესაბამისად, S და S’ არმატურის ძალვების ტოლქმედებამდე;
es, esp – მანძილები, შესაბამისად, N გრძივი ძალისა და P წინასწარი მომკუმშავი ძალვის მოდების წერტილიდან S არმატურის განივკვეთის ფართობის სიმძიმის ცენტრამდე;
l – ელემენტის მალი;
lo – საანგარიშო სიგრძე ელემენტისა, რომელიც განიცდის მკუმშავი გრძივი ძალის მოქმედებას;
i – ელემენტის განივი კვეთის ინერციის რადიუსი ელემენტის კვეთის სიმძიმის ცენტრის მიმართ;
d – საარმატურე ფოლადის ღეროების ნომინალური დიამეტრი;
As, A’s – შესაბამისად, S და S’ დაუძაბავი არმატურის კვეთის ფართობები;
Asp, A’sp – შესაბამისად დაძაბული S და S’ არმატურის კვეთის ფართობები წინასწარი P მომკუმშავი ძალვის განსაზღვრისას;
Asw – დახრილ კვეთზე გამავალი ელემენტის გრძივი ღერძისადმი ნორმალურ ერთ სიბრტყეში მდებარე ცალუღების კვეთის ფართობი;
As,inc – დახრილ კვეთზე გამავალი, ელემენტის გრძივი ღერძისადმი დახრილ ერთ სიბრტყეში მდებარე, აღუნული ღეროების კვეთის ფართობი;
μ – დაარმატურების კოეფიციენტი, განისაზღვრება, როგორც S არმატურის განივი კვეთის ფართობის ფარდობა ელემენტის კვეთის მუშა ფართობთან გაჭიმული და შეკუმშული თაროების შვერილების გაუთვალისწინებლად;
A – ელემენტის განივკვეთის მთლიანი ბეტონის ფართობი;
Ab – კვეთის ბეტონის შეკუმშული ზონის ფართობი;
Abt – კვეთის ბეტონის გაჭიმული ზონის ფართობი;
Ared – ელემენტის დაყვანილი კვეთის ფართობი;
Aloc1l – ბეტონის თელვის ფართობი;
Sbo, S’bo – შესაბამისად, გაჭიმული და შეკუმშული ზონის ბეტონის ფართობების სტატიკური მომენტები ნულოვანი ხაზის მიმართ;
Sso, S’so – შესაბამისად, S გაჭიმული და S’ შეკუმშულიარმატურის ფართობების სტატიკური მომენტი ნულოვანი ხაზის მიმართ;
I – ბეტონის კვეთის ინერციის მომენტი ელემენტის კვეთის სიმძიმის ცენტრის მიმართ;
Ired – ელემენტის დაყვანილი კვეთის ინერციის მომენტი მისი სიმძიმის ცენტრის მიმართ;
Is – არმატურის კვეთის ფართობის ინერციის მომენტი ელემენტის კვეთის სიმძიმის ცენტრის მიმართ;
Ibo – ბეტონის შეკუმშული ზონის კვეთის ფართობის ინერციის მომენტი ნულოვანი ხაზის მიმართ;
Iso, I’so – ინერციის მომენტები, შესაბამისად, S და S’ არმატურის კვეთის ფართობებისა ნულოვანი ხაზის მიმართ;
Wred – ელემენტის დაყვანილი კვეთის წინაღობის მომენტი გაჭიმული კიდურა ბოჭკოსათვის.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები