რკინიგზის სადგური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რკინიგზის სადგური – რკინიგზის ტრანსპორტის საექსპლუატაციო დაწესებულება რკინიგზების სისტემით მატარებლების მიღების, გასტუმრების, გადაჯვარედინებისა და გასწრების უზრუნველყოფისათვის, აგრეთვე მოწყობილობებით მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომისა და ტვირთების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. განასხვავებენ საკვანძო, საშუალედო, საუბნო, სახარისხებელ და სხვ. რ. ს. რკინიგზის ვაგზლისაგან განსხვავებით რკინიგზის სადგური უფრო მცირე ზომისაა და მგზავრთა ნაკლები გამტარუნარიანობა ახასიათებს.