როკ-ენ-როლი (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
როკ-ენ-როლი − (ინგ.rock`n`roll, rock and roll, სიტყვასიტყვით – იქანავე და იტრიალე), პოპულარული ჯაზური მუსიკის სტილი. აღმოცენდა აშშ-ში 1950-იანი წწ. დასაწყისში. წარმოადგენს ზანგური მუსიკალური ხელოვნების სახეობის „რიტმ ენდ ბლუზისა“ და ამერიკული სოფლური ფოლკლორის – „ჰილბილის“ სინთეზს. როკ-ენ-როლის ორიგინალური რიტმულ-ინტონაციური კომპლექსი ანგლოსაქსური და ზანგური ფოლკლორიდან არის ნასესხები. მან დიდი გავლენა მოახდინა ვოკალურ-საცეკვაო მუსიკაზე, რომელიც ე.წ. პოპმუსიკის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.