როლგანგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
როლგანგი − (გერმ. rollgang < rolle გორგოლაჭი, სატკეპნი და gang სვლა), გორგოლაჭებიანი კონვეიერი – მოწყობილობა მასიური საცალო ტვირთების ტრანსპორტირებისათვის ერთმანეთისაგან მცირე მანძილით დაშორებულ გორგოლაჭებზე, რომლებიც განლაგებულია საყრდენ სადგარზე. როლგანგი არის ამძრავიანი და ამძრავის გარეშე. ამ უკანასკნელში საცალო ტვირთები გადაადგილდება ხელით ან სიმძიმის ძალის გავლენით (დახრილ როლგანგზე), ხოლო ამძრავიანში გორგოლაჭები ბრუნავენ უსასრულო ჯაჭვის ან ლენტის დახმარებით. ზოგ შემთხვევაში თითოეული გორგოლაჭი ბრუნავს ინდი-ვიდუალური ელექტროძრავისგან. ამძრავიან როლგანგს იყენებენ მეტალურგიულ ქარხნებში საგლინავ დაზგებზე და საშენი მასალების წარმოებაში. სამრეწველო საწარმოებსა და საწყობებში გამოიყენება როლგანგი ამძრავის გარეშე.