რომა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რომა – (რომ.)
1. ქალღმერთი, რომელიც რომის სახელმწიფოს განასახიერებდა. ძვ. წ. II საუკუნიდან მისი კულტი რომაელ მთავარსარდალთა კულტს, იმპერიის ეპოქაში კი გაღმერთებულ იმპერატორთა კულტს შეერთო. რომაელი იმპერატორები თავიანთ მონეტებზე რომას გამოსახავდნენ.
2. ასკანიუსის ასული, ენეასის შვილიშვილი, რომელმაც აღმართა ფიცთა ერთგულების განმასახიერებელი ღვთაების, ფიდეას (ფიდესის) ტაძარი პალატიუმის ბორცვზე რომში.