ძნელაძე რომან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რომან ძნელაძე-დან)
რომან ძნელაძე — (დ. 12 აპრილი, 1933, თბილისი,— გ. 11 აპრილი, 1966, თერჯოლა). კლასიკური სტილის მოჭიდავე (62 კგ). 1956 წლის მელბურნის XVI ოლიმპიური თამაშები ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ-ის ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956). სსრკ-ის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1952). დაიღუპა ავტოკატასტროფაში, ქუთაისი-ზესტაფონის ტრასაზე ოლიმპიურ ჩემპიონ ავთანდილ ქორიძესთან ერთად.
1956 წლის ოლიმპიური თამაშები
62 კგ, 10 მონაწილე
1. რაუნო მაკინენი (ფინეთი)
2. იმრე პოიაკი (უნგრეთი)
3. რომან ძნელაძე (სსრკ)
I წრე წმინდად (8,02) წააგო მუზაჰირ სილესთან (თურქეთი); II წრე წმინდად ( 5,00) დაამარცხა ერიკ ჰოქანსონი (შვედეთი); III წრე წმინდად (10,06) მოუგო უმბერტო ტრიპას (იტალია); IV წრე ქულებით (2:1) სძლია რაუნო მაკინენს (ფინეთი); V წრე ქულებით (1:2) წააგო იმრე პოიაკთან (უნგრეთი).