რომაული ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომის პანთეონის ბეტონის გუმბათ

რომაული ბეტონი − (ინგლ. Roman concrete ან opus caementicium) საშენი მასალა, რომელიც გამოიყენებოდა მშენებლობაში გვიანდელი რომის რესპუბლიკის ეპოქაში (ძვ. წ. 133-27 წწ.) რომის იმპერიის დაცემამდე (476 წ.). თანამედროვე პორტლანდცემენტზე დამზადებული ბეტონისგან განსხვავებით, რომაული ბეტონისათვის გამოიყენებოდა ჰიდრავლიკური ცემენტი; შემკვრელად – წყალთან შერეული, შეძლებისდაგვარად წვრილად დაფქული ვულკანური ფერფლი (პუცოლანი), თაბაშირი, კირი ბუნებრივი ან ხელოვნური კერამიკის (პემზა, აგური) დანამატით; შემავსებლად – გარეცხილი ქვიშა და ღორღი.

რომაული ბეტონი გამოირჩეოდა საკმარისი სიმტკიცით, რასაც პირველ რიგში განაპირობებდა ვულკანური ფერფლი, რომელიც ხელს უშლიდა ბეტონის მასივში ბზარების განვითარებას. სწორედ ასეთი ბეტონის გამოყენებით გახდა შესაძლებელი იმ პერიოდისათვის მსოფლიოში ყველაზე დიდი დიამეტრის (≈ 43 მ.), რომის პანთეონის დაუარმირებელი, ნახევარწრიული ფორმის, გუმბათის მშენებლობა (117-128 წწ.). რომაული ბეტონის შემავსებლად გამოიყენებოდა მსხვილმარცვლოვანი ღორღი, რის გამოც ობიექტზე მას აწყობდნენ და არა ასხამდნენ. როგორც წესი, ბეტონის ზედაპირს აპირკეთებდნენ ქვით, აგურით, ხოლო ინტერიერებს დამატებით ალამაზებდნენ ნაძერწით, მარმარილოს თხელი ფილებით, ფრესკებითა და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები