რომბოედრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რომბოედრი – დახრილი პარალელეპიპედი, რომლის ყველა წახნაგი კონგრუენტული რომბია. რომბოედრს ორი წვერო მაინც აქვს ისეთი, რომლებთანაც მდებარე ყველა კუთხე ერთმანეთის ტოლია. რომბოედრის ფორმა აქვს ზოგიერთ კრისტალს, მაგალითად, ისლანდიური შპატის კრისტალს.