რომის პანთეონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომის პანთეონი

რომის პანთეონი – ძველი რომის იმპერიის პერიოდის (ძვ. წ. 30წ.– ახ. წ. 476 წ). საკულტო არქიტექტურის მნიშვნელოვანი შენობა რომში.

ახ. წ. 110 წელს დაიწვა პანთეონის ტაძარი (აგებული ძე. წ I საუკუნეში იმპერატორ ავგუსტის დროს) და მის ადგილზე ახ, წ. 115-125 წლებში ხელახლად იყო აგებული ახალი პანთეონის ტაძარი. ტაძრის ხუროთმოძღვარია აპოლოდორ დამასკელი..

რომის პანთეონი ცენტრული ნაგებობაა. იგი წარმოადგენს წრიული გეგმის მქონე შენობას (როტონდას), რომელიც გადახურულია იმ დროისათვის უზარმაზარი გუმბათით (დიამეტრი 43,2 მ). ნაგებობას წინ მიდგმული აქვს კორინთული სვეტებით შემკული ღრმა პორტიკი„ დაგვირგვინებული სამკუთხა ფორმის ფრონტონით.

ინტერიერის ერთ-ერთ მთავარ კომპოზიციურ ელემენტს კესონებით დანაწევრებული გუმბათი წარმოადგენს, რომელსაც ცენტრში დატოვებული აქეს მრგვალი ფორმის 9 მ. დიამეტრის ღიობი, საიდანაც ხდებოდა ტაძრის განათება. კესონები ხუთ რიგადაა განლაგებული გუმბათის ზედაპირზე.

ინტერიერის კედლები დაყოფილია ორ იარუსად. ქვედა ნაწილში მოწყობილია რვა ნიში, რომლებიც თავის მოცულობით ადიდებენ დარბაზის შიგა სივრცეს. ნიშები ტაძრის მთავარი სივრცისაგან გამოყოფილია ორი კორინთული ორდერის სვეტით. ნიშებს შორის არსებულ შუა კედლისებში მოწყობილია ედიკულები (სვეტებით ფლანკირებული ნიშები). ქვედა იარუსის თავზე გადის ანტაბლემენტი. ზედა იარუსი ქვედაზე გაცილებით დაბალია და შემკულია პილასტრებით და ედიკულებით. ინტერიერი (კედლები, სვეტები, იატაკი და სხვ.) მთლიანად მოპირკეთებულია ფერადი, ძირითადად მოყავისფრო მარმარილოთი. ინტერიერის განსხვავებით ტაძრის ფასადი გადაწყვეტილია უაღრესად ლაკონურად და უბრალოდ. გარედან იგი წარმოადგენს გუმბათით გადახურულ ცილინდრულ მოცულობას, რომელსაც ერთი მხრიდან მიდგმული აქცს პორტიკი. ფასადის ზედაპირი დაპროფილებული სარტყელებით დაყოფილია სამ იარუსად მესამე იარუსი ფარავს გუმბათის ქვედა ნაწილს რის შედეგად იგი არ იკითხება გარედან მთლიანად. ღრმა პორტიკი გრძივი მიმართულებით განლაგებული სვეტების რიგით იყოფა სამ ნაწილად. პორტიკის სიღრმეში, ტაძარში შესასვლელის ორივე მხარეს მოწყობილია ნიშები, ფასადი მოკლებულია რაიმე შემკულობას. მისი კედლების, დაუნაწევრებელი სიბრტყეებით და პორტიკით მიღწეულია ნაგებობის გარე მასების მხატვრული ეფექტი. შენობა აგებულია ბეტონისა და აგურისაგა (ბეტონის მასა ასახულიას ჰორიზონტალური შრეების სახით, რომლებიც ადგილებში შენაცვლებულია აგურის წყობით).




წყარო

არქიტექტურის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები