როჟე ფერდინანდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფერდინანდ როჟე - (ფრ. FERDINAND ROUGE). ფრანგი დრამატურგი და თეატრალური მოღვაწე როჟე ფერდინანდი დაიბადა 1898 წელს. იგი იყო დრამატული ხელოვნების ნაციონალური ცენტრის დირექტორი. ფერდინანდი ავტორია პიესებისა:
- „ოქროს ადამიანი“;
- „პრეზიდენტი ოდეკარი“;
- „ოცი წლის წინ“;
- „ქმარი სათვალავში არაა“;
- „ესპანელი კიურე“ და სხვ.