როსი ჯეიმზ კლარკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯეიმზ კლარკ როსი – (ინგლ. James Clark Ross, 1800-1862 წ.წ.), ინგლისელი პოლარული მკვლევარი, ჯონ როსის ძმისშვილი.
1829-1835 წ.წ. ის მონაწილეობას იღებდა თავის ბიძის ჯონ როსის პოლარულ ექსპედიციაში. 1839-1843 წ.წ. გემ „ერებუსზე“ და „ტერორზე“ გაემგზავრა ანტარქტიკის ექსპედიციის ხელმძღვანელად; 1841 წლის 5 იანვარს ჯემს როსმა აღმოსავლეთის სიგრძედის 114°-ზე მიაღწია პაკს ოთხი დღის შემდეგ გამოვიდა ზღვის წმინდა წყალზე, რომელსაც შემდეგ მის პატივსაცემად ეწოდა − როსის ზღვა. ანტარქტიდაზე მან აღმოაჩინა ვიქტორიას მიწა და ვულკანი „ერებუსი“; აქ ჯემს როსმა მიაღწია სამხრეთის სიგანედის 78°4′; გემის წინსვლას ეღობებოდა ყინულის ზღუდე, რომელსაც ეწოდა „როსის ბარიერი“. როსი ვარაუდობდა სამხრეთ პოლარული კონტინენტის არსებობას.