როსკილეს ზავი 1658
როსკილეს ზავი 1658 – (დანიასა და შვედეთს შორის), დაიდო 26- 27.II როსკილეში (დანია); დაასრულა დანია-შვედეთის ომი, რომელიც 1657 წლის მაისში დაიწყო დანიამ მისთვის არასასურველი ბრომსებრუს ზავის (1645) გადასინჯვის მიზნით.
როსკილეს ზავის თანახმად, დანიამ შვედეთს გადასცა პროვინციები სკონე, პალანდი, ბლეკინგე, ბოჰუსლენი ნორვეგიაში; საკუთრივ დანიის ტერიტორიებიდან შვედეთს გადაეცა ბორნჰოლმის კუნძული ბალტიის ზღვაში. დანიამ იკისრა ვალდებულება, უარი ეთქვა შვედეთის წინააღმდეგ მიმართულ ყველა კავშირსა და ხელშეკრულებაზე, ხელი შეეშალა ბალტიის სრუტეებში შვედეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების ფლოტების გასვლისათვის და სხვ. როსკილეს ზავმა ნახევარ წელიწადზე ნაკლები იარსება. შვედეთსა და დანიას შორის მოლაპარაკებათა გაგრძელებისას მათ შორის მწვავე უთანხმოებები აღმოცენდა, რაც ახალი ომის დაწყების საბაბად იქცა (1658 წლის აპრილში). ომი დასრულდა დანიისათვის კეთილსასურველი კოპენჰაგენის ზავით 1660.