როსტრალური სვეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
როსტრალური სვეტი სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის ფედერაცია
როსტრალური სვეტი – ცალკე მდგარი სვეტი, შემკული ხომალდის ცხვირის სკულპტურული გამოსახულებებით. როსტრალურ სვეტს აგებდნენ საზღვაო ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად ან ქვეყნის საზღვაო სიძლიერის სიმბოლოდ. ტრადიცია მოდის ძველი რომიდან.