რუასეთ-ინგლის-საფრანგეთის მიმართვა იაპონიისადმი 1915
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რუსეთ-ინგლის-საფრანგეთის მიმართვა იაპონიისადმი 1915 – რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა 1915 წლის 19.X(1.XI) სპეციალური ნოტით, მიმართეს იაპონიის მთავრობას და შესთავაზეს გერმანია-ავსტრიის საწინააღმდეგო ბლოკში გაერთიანება. ნოტას თან ერთოდა ამ სამი ქვეყნის მიერ 5(18).IX.I914 ხელმოწერილი დეკლარაცია, რომელშიც მხარეები ვალდებულებას იღებდნენ, არ დაედოთ არავითარი ხელშეკრულება მოწინააღმდეგესთან და მოკავშირეებთან წინასწარი მოლაპარაკების გარეშე არ წასულიყვნენ არავითარ შეთანხმებაზე გერმანია-ავსტრიასთან.
იაპონიის მთავრობამ, რომელიც 1914 წლის 23.VIII(5.IX) ჩაება პირველ მსოფლიო ომში ანტანტის მხარეზე, საპასუხო ნოტით მხარი დაუჭირა მიმართვას და შეუერთდა ზემოაღნიშნულ დეკლარაციას.