რუბიტექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუბიტექსი – რულონური საბურულე და ჰიდროსაიზოლაციო მასალა სხვადასხვა დანიშნულების შენობებისა და ნაგებობების სახურავის ბურულის ხალიჩის მოსაწყობად, აგრეთვე ხიდების, საძირკვლების, გვირაბების ჰიდროსაიზოლაციოდ. ინარჩუნებს ელასტიკურობას –25-+100°C ტემპერატურის ფარგლებში. შედგება დაარმირებული საფუძვლისგან (მინატილო, კომბინირებული ქსოვილი, კარკასული მინაქსოვილი, პოლიეთერული არაქსოვილური ბოჭკო), რომელიც ორივე მხრიდან დაფარულია ბიტუმ-პოლიმერული მჭიდა მასალით. აქვს შესანიშნავი ადჰეზია საფუძველთან (მოჭიმვა, ბეტონი, ლითონი და სხვ.), მაღალი თბომედეგობა და მდგრადობა ტემპერატურის ციკლურ ცვლილებასთან მიმართებით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები