რუმბი (ჭუეჭელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რუმბი - ტყავის მოკუპრული ჭურჭელი. 25-30 ფუთი ტევადობისა,საუკეთესო რუმბები მზადდებოდა ასაკოვანი ხარის ტყავისაგან. რუმბები გამოიყენებოდა ღვინის გადასატანად და ამ თვალსაზრისით ერთობ მოხერხებული ჭურჭელი იყო, თუმცა, შორ მანძილზე გადატანისას ღვინო „ილახებოდა“ და ამავე დროს, კუპრის სუნსაც ღებულობდა. რუმბი, კოლოტის მსგავსად, ტყავის მოკუპრულ ჭურჭელთა რიგს განეკუთვნება.