რუმინეთ-ანტანტის ხელშეკრულება 1916

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუმინეთ-ანტანტის ხელშეკრულება 1916რუმინეთის (საიდუმლო) სამოკავშირეო ხელშეკრულება ანტანტის ქვეყნებთან (რუსეთთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან და იტალიასთან, დაიდო 17 აგვისტოს ბუქარესტში.

ითვალისწინებდა ანტანტის მხარეზე რუმინეთის ომში ჩაბმის პირობებს. ანტანტის ქვეყნების მხრივ გარანტირებული იყო რუმინეთის სამეფო ტერიტორიის მთლიანობა იმ საზღვრებში, რომელშიც იგი იმყოფებოდა ხელის მოწერის მომენტში, რუმინეთი ვალდებული იყო, ომი გამოეცხადებინა ავსტრია-უნგრეთისათვის, მას ეძლეოდა უფლება, ამ უკანასკნელის ტერიტორიების ანექსირებისა. მხარეები ვალდებულებას იღებდნენ, არ დაედოთ სეპარატული ზავი, საერთო მშვიდობა კი უნდა დამყარებულიყო ერთობლივად და ერთდროულად.

ხელშეკრულების თანახმად, რუმინეთმა 1916 წლის 27 აგვისტოს ომი გამოეცხადა ავსტრია-უნგრეთსა და გერმანიას. რუმინეთის ჯარების დამარცხებისა და ავსტრია-უნგრეთის მიერ მისი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციის შემდეგ რუმინეთმა, აღებული ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, არ დაედო სეპარატული ზავი, ავსტრია-გერმანიის ბლოკისაგან დაზავება ითხოვა. 1917 ფოქშანის ზავმა და შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ბუქარესტში 1918 ბოლო მოუღეს მის კავშირს ანტანტის ქვეყნებთან. რუმინეთის ხელმეორედ ჩაბმამ ომში ანტანტის მხარეზე გამოიღო ის შედეგი, რომ ვერსალის სამშვიდობო კონფერენციამ თავიდან ცნო სამოკავშირეო ხელშეკრულება რუმინეთსა და ანტანტის ქვეყნებს შორის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები