რუმინეთ-საფრანგეთის ხელშეკრულება 1926

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუმინეთ-საფრანგეთის ხელშეკრულება 1926 – (მეგობრობის შესახებ), დაიდო პარიზში 10 წლის ვადით (ძალაში შევიდა 8 XI.1926) 10.VI საფრანგეთის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ა. ბრიანსა და რუმინეთის დესპანს კ. დიამანდს შორის.

რუმინეთ-საფრანგეთის ხელშეკრულება ერთ-ერთი იმ ხელშეკრულებათაგანია, რომლებიც საფუძვლად უდევს კავშირებს, საფრანგეთმა რომ შექმნა ევროპაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ხელშეკრულების თანახმად, ორივე მხარე ვალდებულებას იღებდა, „დაუყოვნებლივ მოეწყოთ კონსულტაციები აუცილებელ მოქმედებებზე, თუ წარმოიშობოდა რაიმე მუქარა მათი კანონიერი ეროვნული ინტერესებისა და წესრიგის წინააღმდეგ, რომელიც დამყარდა მათ მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების დადების შედეგად“. ამ ხელშეკრულებებში იგულისხმებოდა ე.წ. 1920 ბესარაბიის ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიისა და რუმინეთის წარმომადგენლებმა. ეს ოქმი აღიარებდა ამ ქვეყნების მიერ ბესარაბიის ანექსიას, რომელიც განახორციელა რუმინეთმა საბჭოთა კავშირ-რუმინეთის 1918 ხელშეკრულების დარღვევით. ხელშეკრულებას თან ერთოდა ოქმი, რომელშიც რუმინეთი აცხადებდა თავის გადაწყვეტილებას, გაეგრძელებინა ოკუპაციისა და ანექსიის რეჟიმი ბესარაბიაში, ასევე უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოწესრიგების კონვენცია. ამ ხელშეკრულებამ და მასთან დართულმა ოქმმა გამოიწვია საბჭოთა კავშირის პროტესტი საფრანგეთის მიმართ. 1936 წლის ნოემბერში ხელშეკრულება გაგრძელებულ იქნა 10 წლის ვადით და ძალაში იყო მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები