რუმინეთ-ჩეხოსლოვაკიის შეთანხმება 1948

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუმინეთ-ჩეხოსლოვაკიის შეთანხმება 1948 – (მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ), დაიდო 21 ივლისს ქ. ბუქარესტში. ხელი მოაწერეს რუმინეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ჰ. გროზამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ა. პაუკერმა. ჩეხოსლოვაკიის მხრიდან კი – მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ა. ზაპოტოცკიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვ. კლემენტისმა. შეთანხმება დაიდო 20 წლის ვადით.

მხარეები ვალდებულებას იღებდნენ, მიეღოთ ზომები გერმანიის ან სხვა ნებისმიერი სახელმწიფოს აგრესიის თავიდან ასაცილებლად. სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ერთმანეთისათვის აღმოეჩინათ სამხედრო ან სხვა დახმარება, არ დაედოთ კავშირები და არ მიეღოთ მონაწილეობა ისეთ ქმედებებში, რომლებიც მიმართული იქნებოდა რომელიმე მათგანის საწინააღმდეგოდ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები