რუსანოვი ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ რუსანოვი

ვლადიმერ რუსანოვი – (რუს. Влади́мир Алекса́ндрович Руса́нов, 1875-1913 წ.წ.), რუსი არქტიკის მკვლევარი.

მას ეკუთვნის შემდეგი შრომები:
1) „შესაძლებელია თუ არა სწრაფი ნაოსნობა არხანგელსკსა და ციმბირს შორის ყინულოვანიი ოკეანით“? 2) „ციმბირისაკენ ჩრდილოეთის საზღვაო გზის საკითხისათვის“ 3) „ციმბირისაკენ ჩრდილოეთის საზღვაო გზის ეკონომიური მნიშვნელობა“

1912 წელს რუსანოვი გემ „ჰერკულესით“ ბარენცის ზღვით გაემგზავრა ახალი მიწის ჩრდილოეთით ახალი ციმბირის კუნძულებისაკენ. მან ინახულა შპიცბერგენი, სადაც აღმოაჩინა ქვანახშირის საბადოები და აღმართა 20-ზე მეტი საგანაცხადო სვეტი. შპიცბერგენიდან რუსანოვი გაემგზავრა ახალი მიწის ჩრდილო სანაპიროებისაკენ, მაგრამ ქარიშხალმა გემი გაიტაცა მატოჩკინ-შარის სრუტის სამხრეთით. აქ შეხვედრილ ნენცების საშუალებით წერილობით აცნობა მთავრობას შემდეგი: „შპიცბერგენის სამხრეთი ნაწილი და იმედის („ნადეჟდა“) კუნძულები გარემოცულია ყინულებით. ვაწარმოებთ ჰიდროგრაფიული სამუშაოები. ქარიშხალმა მატოჩკინ-შარის სამხრეთით მოგვიყვანა. მივემგზავრები ჩრდილო-დასავლეთით ახალი მიწის განაპირა ადგილისაკენ, იქიდან აღმოსავლეთისაკენ. თუ გემი არ დაიღუპა, გავემგზავრები უახლოესი კუნძულებისაკენ როგორიცაა – განმარტოების („უედინენია“), ახალი ციმბირის და და ვრანგელისა. მარაგი წლისაა ყველანი ჯანმრთელადა ვართ“ ეს იყო უკანასკნელი ცნობა რუსანოვისაგან ამის შემდეგ რუსანოვის შესახებ არავითარი ცნობა აღარ მოსულა. ცხადია, რომ გემი და მთელი ეკიპაჟი რუსანოვთან ერთად დაიღუპა არქტიკის ყინულებში.

თავის შრომებში რუსანოვმა გამოთქვა მოსაზრება ჩრდილო ყინულოვან ოკეანეზე სავაჭრო ნაოსნობის მოწყობის შესაძლებლობის შესახებ. „ჩრდილო-ევროპული წყლებისა და ციმბირის წყლების დაკავშირება, წერს რუსანოვი, – ეს ნიშნავს იმ დიადი ჩრდილო ჯაჭვის პირველი რგოლის გამოჭედვას, რომლის ერთი ბოლო მტკიცედ იქნება ჩაჭედილი მურმანსკის გრანიტულ ნაპირებთან, ხოლო მეორე წყნარი ოკეანის ნაპირებთან“. სამი წლის (1907-1909 წ.წ) ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში პოლარული წყლების რეჟიმზე უშუალო დაკვირვების საფუძველზე, ის ამტკიცებდა სავაჭრო ნაოსნობის დაწესების შესაძლებლობასა და აუცილებლობას.


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები