რუსეთის ესკადრების ვიზიტი სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში 1963
რუსეთის ესკადრების ვიზიტი სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში 1963 – სამხედრო დემონსტრაცია, რომლითაც რუსეთმა მხარი დაუჭირა აშშ-ის ჩრდილოეთის ოფიციალურ მთავრობას 1861-65 სამოქალაქო ომში.
1803 წლის ივლისში აშშ-ის მიმართულებით გაიგზავნა ორი ესკადრა კონტრ-ადმირალების ს. ლესოვსკისა და ა. პოპოვის სარდლობით. 1863 წლის სექტემბერში რუსეთის სამხედრო ესკადრა ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოს მიადგა. დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ომის შემთხვევაში ესკადრას უნდა დაერტყა მოწინააღმდეგის კომუნიკაციებისა და კოლონიებისათვის. ამასთანავე, სარდლობას დავალებული ჰქონდა აშშ-ის ტერიტორიის დაცვა მოსალოდნელი თავდასხმისაგან, რუსეთის ესკადრის გაგზავნა აშშ-ის დასახმარებლად იყო ერთგვარი დემონსტრაცია, რომელსაც უნდა ეჩვენებინა აშშ-ისა და რუსეთის ერთობა. ამასთანავე, მას უნდა მოედუნებინა ევროპის სახელმწიფოთა ყურადღება პოლონეთის საკითხისადმი, ექსპედიცია ა. ლინკოლნის მთავრობის მნიშვნელოვან მორალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერად იქცა. რუსეთის ამგვარმა პოზიციამ ბევრად განაპირობა სამოქალაქო ომში ჩრდილოეთი შტატების მონათმფლობელურ სამხრეთზე გამარჯვება. 1864 წლის აპრილში რუსეთის ესკადრები შეერთდნენ ნიუ-იორკში და 1864 წლის ივლისში დატოვეს აშშ-ის ნაპირები.