რუსეთის ხალხთა უფლებების დეკლარაცია 1917

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთის ხალხთა უფლებების დეკლარაცია 1917 – პირველი საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელშიც გამოხატულება პოვა რუსეთის ხალხების თვითგამორკვევის უფლებამ. დაამტკიცა რსფსრ სახკომსაბჭომ 1917 წლის 2(15) ნოემბერს. მკაცრად გმობდა ერთი ერის მეორეზე წაქეზების პოლიტიკას, რომელსაც რუსეთში მოსახლე ხალხების მიმართ ატარებდა მეფის, შემდეგ კი დროებითი მთავრობა. ეროვნული ჩაგვრის ამ პოლიტიკას რუსეთის ხალხთა ნებაყოფლობითი პოლიტიკა დაუპირისპირდა. დეკლარაციაში გამოცხადებულია რუსეთის ხალხთა თანასწორობა და სუვერენობა; თავისუფალი თვითგამორკვევის უფლება გამოყოფამდე და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნამდე; ყველა და ყოველგვარი ეროვნული და რელიგიური პრივილეგიისა და შეზღუდვის გაუქმება; რუსეთის ტერიტორიაზე მოსახლე ეროვნულ უმცირესობათა და ეთნიკური ჯგუფების თავისუფალი განვითარება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები