რუსეთ-ავსტრიის დეკლარაცია 1904

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთ-ავსტრიის დეკლარაცია 1904 – (საიდუმლი), ხელი მოაწერეს 2(15).X პეტერბურგში.

იაპონიასთან ომის პირობებში რუსეთი ცდილობდა, თავიდან აეცილებინა პოლიტიკური გართულება ბალკანეთზე. ამ მიზნით გადაწყდა მჭიდრო ურთიერთობები დაემყარებინათ ავსტრია-უნგრეთის სამეფოსთან. დეკლარაციის მიხედვით ორივე მხარე ვალდებული იყო. დაეცვა ნეიტრალიტეტი, თუ დეკლარაციის რომელიმე ხელმომწერი მხარე აღმოჩნდებოდა საომარ მდგომარეობაში მესამე ქვეყანასთან. მაგრამ თუ საქმე ეხებოდა ბალკანეთის ქვეყნებს, შეთანხმება ნეიტრალიტეტზე კარგავდა ძალას. ასეთ შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი იყვნენ, თავიანთი მოქმედებები შეეთანხმებინათ ერთმანეთთან. დეკლარაცია ძალაში რჩებოდა მანამ, სანამ მხარეები შეთანხმებულად იმოქმედებდნენ თურქეთთან მიმართებაში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები