რუსეთ-ესპანეთის ხელშეკრულებები
რუსეთ-ესპანეთის ხელშეკრულებები
ხელშეკრულება 1601
ხელი მოაწერეს 22.IX (4X) პარიზში. ევროპის სახელმწიფოთა ორ ანტიფრანგულ კოალიციაში მონაწილეობისას იმპერატორმა პავლე I-მა 1899 წლის 28.VI ომი გამოუცხადა ესპანეთს, ვინაიდან ამ დროს ესპანეთი მჭიდრო ურთიერთობაში იყო საფრანგეთთან. მაგრამ უშუალო საომარი მოქმედებები ესპანეთსა და რუსეთს შორის ფაქტობრივად არ წარმოებულა. იმპერატორ ალექსანდრე I-ის გამეფების შემდეგ მხარეებმა აღადგინეს ურთიერთობა, რომელიც დასრულდა კიდეც აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას და დიპლომატიურ წარმომადგენელთა გაცვლას, არეგულირებდა ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის საკითხებს.
ხელშეკრულება 1812
ხელი მოაწერეს 8(20).VII ქ. ველიკიე ლუკიში. ხელშეკრულებით მხარეებმა გამოხატეს თავიანთი სურვილი, ეწარმოებინათ ერთობლივი სამხედრო მოქმედებები იმპერატორ ნაპოლეონ I-ის წინააღმდეგ. ამასთანავე, ალექსანდრე I-მა დე-იურე აღიარა კადისში შეკრებილი ესპანეთის კორტესი. რუსეთის მხარე იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ცნო კორტესის მიერ მიღებული 1812 კონსტიტუცია.