რუსეთ-ირანის ხელშეკრულება 1723
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რუსეთ-ირანის ხელშეკრულება 1723 – ხელი მოაწერეს 12(23).IX. პეტერბურგში, ერთი მხრივ, პეტრე I-ისა და, მეორე მხრივ, ირანის შაჰის თამაზის წარმომადგენელმა ისმაილ-ბეგმა.
ხელშეკრულებით, ირანის შაჰი რუსეთს უთმობდა კასპიის ზღვის დასავლეთ და სამხრეთ, სანაპიროს დიდ ნაწილს. რუსეთის კონტროლის ქვეშ გადადიოდა ქალაქები – დერბენდი, ბაქო, ლენქორანი და რეშთი. ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის თანახმად, ირანი და რუსეთი დებდნენ სამხედრო კავშირს თურქეთის წინააღმდეგ. ასევე რუსეთი ვალდებულებას იღებდა, მიხმარებოდა ირანის შაჰს აჯანყებულ ავღანელთა წინააღმდეგ. ხელშეკრულებით, გათვალისწინებული იყო ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობის დამყარება.