რუსიაშვილი ლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლია რუსიაშვილი

რუსიაშვილი ლია – (1963), პოეტი. დაიბადა ყვარელში. 1980 წელს დაამთავრა ყვარლის მე-2 საშუალო სკოლა, 1986 წელს კი – თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „წარვედ სახიდ შენდა“ (1999), „ქვიშის საათი“ (2002), „ორეული” (2004), „გზა სამეფო მიხაკით” (2013). ასევე მოღვაწეობდა პროზასა და პუბლიცისტიკაში; მისი სტატიები ქვეყნდება პრესაში და საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო „ივერიონში“.


* * *
ისე შეშფოთდა მოხუცი თელა,
რომ გაუშეშდა ტოტები ლამის,
გაიშრიალა ღრუბელში ელვამ
და უცაბედად დადუმდა ჟამი.
იმზირებოდა სიჩუმე ისე,
რომ შეიგრძნობდი უხილავ მიჯნას,
შეაზანზარა ქუხილმა სივრცე
და ჩაიჩეხა ჰორიზონტს მიღმა.
კრთოდა სანთელი მართალმლოცველის,
იფანტებოდა შუქი ელდებად
და ჰგავდა სიზმარს წუთისოფელი, –
რომ იხსენებ და არ გახსენდება.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები