რუშა ედ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედ რუშა. სტანდარტული სადგური, ამერილოუ, ტექსასი, 1963;. ტილო, ზეთი, 1.65X3 მ. ჰუდის ხელოვნების მუზეუმი, დართმაუს კოლეჯი, ჰანოვერი, ნიუ ჰემფშირი, ჯეიმს მიქერის საჩუქარი, 1958 წლის კლასი

ედ რუშა – (Ed Ruscha, 1937) ენდი უორჰოლის, როგორც პოპ არტისტის პირველი პერსონალური გამოფენა 1962 წელს, არა ნიუ იორკში, არამედ ლოს ანჯელესში, ფერუს გალერეაში (Ferus Gallery) შედგა და წარმოადგენდა ქემფბელის წვნიანის კონსერვის 32 ფერწერულ ვერსიას. ამ დროისთვის, ახალგაზრდა არტისტების ჯგუფს, რომელთაგან ზოგი ჯერ კიდევ კოლეჯის სტუდენტი იყო, გამომუშავებული ჰქონდა პოპ არტის დასავლეთი სანაპიროს ვერსია, რომელიც ძლიერად იყო გაჯერებული უცნაური კომერციული გამოსახულებებითა და კინოინდუსტრიის ხელოვნური მომხიბვლელობით. ამ არტისტთა შორის ყველაზე ცნობილი იყო ნებრასკას შტატში, ომაჰაში დაბადებული, ოკლაჰომა სითიში გაზრდილი და 1956 წელს, ლოს ანჯელესში დაფუძნებული ედ რუშა. უორჰოლის მსგავსად, იგი ეჭვქვეშ აყენებდა სახვითი ხელოვნების იერარქიას და ქმნიდა ამერიკული ვაჭრობის ბურჯებისა და პროდუქციის გამოსახულებებს, რომლებშიც საგანგებოდ იყო წარმოჩენილი სარეკლამო ხერხები. მისი 1963 წლის მონუმენტური ნამუშევარი სტანდარტული სადგური, ამერილოუ, ტექსასი დაფუძნებულია გამოსახულებაზე, რომელიც მის 1962 წლის, 26 შავ-თეთრი ფოტოსგან შედგენილ წიგნშია დაბეჭდილი. ფოტოები ასახავდა ბენზინგასამართ სადგურებს, რომლებიც ოკლაჰომა სითი - ლოს ანჯელესის 66-ე გზატკეცილზე იყო განთავსებული. თავისი მოგზაურობების გამო, ეს გზისპირა კულტურა კარგად იყო ცნობილი მხატვრისთვის. მაგრამ ამ სურათში რუშას გაჰყავს გამოსახულება გამომსახველობის საზღვრებიდან და მას ბრტყელი აბსტრაქციის, ძლიერი სტილიზაციის, აკადემიური ხაზობრივი პერსპექტივისა და მსუყე, სუფთა ფერებისკენ უბიძგებს. იმავე 1962 წელს, რუშამ ნამუშევრები წარადგინა პასადენას ხელოვნების მუზეუმში გამართულ ჯგუფურ გამოფენაზე, რომელიც პოპ არტის ერთ-ერთი პირველი გამოფენა იყო ამერიკაში. აქ აღმოსავლეთი სანაპიროს ისეთი მხატვრების ნამუშევრებც იყო გამოფენილი, როგორიც ენდი უორჰოლი და როი ლიხთენსთაინია.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები