რუხი ლივლივა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რუხი ლივლივა (ლათ. Amanita vaginata (Fr.) Vitt. რუს. Поплавок серый)
ქუდი – 4-15 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ზარისებრია, შემდეგ კი გაშლილი, შუაში ბორცვაკი ახასიათებს, ზედაპირზე თეთრი ფიფქები აქვს განვითარებული, რომლებიც მომწიფებისთანავე ქრება, კიდეები დაღარულ-ზოლიანია, ნაცრისფერია ან მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი. ფირფიტები თეთრია.
ფეხი – 8-20 სმ სიგრძისაა და 0,5-1 სმ სისქისა, ტიტველი ან ფიფქო ვანიზედაპირით, საყელოს გარეშე, ძირში გაბერილია და ჩასმულია პარკისებრ ვოლვაში.
სპორები – სფეროსებრია, უფერული, 10-12 მკმ. იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და წიწვიან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.
საჭმელად გამოიყენება ახალი.