ლეონკავალო რუჯერო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რუჯერო ლეონკავალო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუჯერო ლეონკავალო

რუჯერო ლეონკავალო – (8.III.1857, ნეაპოლი – 9.VIII.1919, მონტეკატინი), იტალიელი კომპოზიტორი. სწავლობდა ნეაპოლის კონსერვატორიაში. ლ. როსისთან (კომპოზიცია) და ბ. ჩეზისთან (ფორტეპიანო). 1878 დაამთავრა ბოლონიის უნივერსიტეტი (ლიტერატურის განყოფილება). ლეონკავალო საოპერო ვერიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია. დაწერილი აქვს 20-მდე ოპერა, მათ შორის გამორჩეულია „ჯამბაზები“ (1892), რომელიც ვერისტული ოპერის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ოპერები „ბოჰემა“ (1897) და ,,ზაზა” (1900), ოპერეტა „ვარდების დედოფალი“, ბალეტი „მარიონეტის ცხოვრება“, რომანსები, მათ შორის პოპულარული „განთიადი,“ საფორტეპიანი პიესები და სხვ.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები