ვერიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერიზმი - (იტალ. Verismo, vero - ნამდვილი, ჭეშმატიტი), მიმართულება იტალიურ ლიტერატურასა და მუსიკალურ თეტრში, რომელიც წარმოიშვა მე-19 საუკუნეში ნატურალიზმის გავლენით.

1880 წ. მწერლებმა ჯ. ვერგამ და ლ. კაპუანამ გამოაქვეყნეს ვერისტების ლიტერატურული მანიფესტი, სადაც პირველხარისხოვანი მნიშვნელობა მინიჭებული ჰქონდა ფაქტს, ყოველგვარი მწერლური ჩარევის გარეშე. ასეთი ობიექტივიზმი ვერიზმს აახლოვებდა ე. ზოლას ნატურალიზმთან. ზოლას მსგავსად, ვერისტები იდგნენ სოციალური დარვინიზმის პოზიციებზე და საზოგადოებრივი ცხოვრების მამოძრავებელ ძალად მიიჩნევდნენ ბიოლოგიურ ბრძოლას არსებობისათვის. ვერისტების დამახასიათებელი ნიშანი იყო რეგიონალიზმი, ანუ სოფლების და პატარა ქალაქების ცხოვრების აღწერა.

თეატრალური ვერიზმისათვის დამახასიათებელია ხაზგასმული ემოციურობა, არაიშვიათად სენტიმენტალურობა, მელოდრამატულობა.

ვერისტული ოპერის პირველი ნიმუშებია: პ. მასკანის ოპერა „სოფლური ღირსება“ (1890) და რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“ (1892); საოპერო ვერიზმის კლასიკური ნიმუშებია: ჯ. პუჩინის „მანონ ლესკო“ (1893), „ბოჰემა“ (1896), „ტოსკა“ (1900), „ჩიო-ჩიო-სანი“ (1904) და სხვ. ვერიზმის სხვა წარმომადგენლები: უ. ჯორდანო („ანდრე შენიე“), ფ. ჩილეა („არლელი ქალი“), ფ. ალფანო და სხვ. იტალიური ვერიზმის გავლენა ჩანს ფრანგულ (ა. ბრიუნო, გ. შარპანტიე), გერმანულ (ე. დ’ალბერი) და სხვა ოპერებში, მოგვიანებით თავს იჩენს ჯ. მენოტის ოპერებში. (გ. ტორაძე)



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები