რძის კისელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რძის კისელი
400 გრ რძე;
30 გრ შაქარი;
20 გრ კარტოფილის სახამებელი;
მწიკვი ვანილი.
ცოტაოდენ რძეში გავხსნათ სახამებელი. დარჩენილი რძე წამოვადუღოთ, დავუმატოთ შაქარი, თანდათანობით ჩავასხათ მომზადებული სახამებელი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 8-10 წუთის განმავლობაში. ბოლოს დავუმატოთ ვანილი და მოვურიოთ.