რძის ლიქიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რძის ლიქიორი
200 გრ ნაღები;
2 ჭიქა არაყი;
2 კვერცხის გული;
1/2 ჭიქა შაქარი;
1 მწიკვი ვანილიანი შაქარი.
არაყს შევურიოთ ნაღები, დავუმატოთ კვერცხის გული, შაქარი, ვანილიანი შაქარი, კარგად შევურიოთ ერთმანეთს, ჩამოვასხათ ბოთლებში, დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ 7-10 დღის განმავლობაში. შემდეგ ლიქიორი გავფილტროთ და ჩავასხათ ბოთლებში.