რწყილები
რწყილები – (Aphaniptera; ბერძნ. aphanes უხილავი + pteron ფრთა), სისხლმწოვი მწერების რაზმი; მიეკუთვნება Insecta-ს კლასს.
რწყილებ ჰემატოფაგებია. ისინი დაავადებათა აღმძვრელების გადამტანები არიან ან თავად აავადებენ ცხოველებს.
Ctenocephalides canis (ბერძნ. kteis სავარცხელი + kephale თავი + eidos მსგავსი, გარეგნობა და canis ძაღლი) – სახეობა (ძაღლის რწყილი), პარაზიტობს ხორცისმჭამელების, მღრღნელებისა და ადამიანის სხეულზე. გავრცელებულია ყველგან. არის დიპილიდიუმის შუალედური მასპინძელი;
Pulex irritans (ლათ. pulex რწყილი და irritare გაღიზიანება) – სახეობა (ადამიანის რწყილი), პარაზიტობს ადამიანის, ხორცისმჭამელებისა და ღორის სხეულზე. გავრცელებულია ყველგან. არის დიპილიდიუმის შუალედური მასპინძელი;
Vermipsylla alacurt (ლათ. vermis + ბერძნ. psylla რწყილი და თურქ. ala ჭრელი + kurt ჭია) – სახეობა, პარაზიტობს ჩლიქოსან ცხოველებზე. გავრცელებულია შუა აზიაში;
V.dorcadia (ბერძნ. Dorcas, dorcadis ანტილოპა) – სახეობა, პარაზიტობს ჩლიქოსანი ცხოველების მოზარდეულის სხეულზე. გავრცელებულია შუა აზიაში;
Echidnophaga gallinacea (ბერძნ. echidna გველი + phagia, phagos მჭამელი და gallinaceus ქათმისებრი) – სახეობა, გავრცელებულია თბილი კლიმატის მქონე ქვეყნებში. პარაზიტობს ფრინველისა და შინაური ცხოველების სხეულზე;
Sarcopsylla penetrans (ბერძნ. sarx, sarkos ხორცი + psylla რწყილი და ლათ. penetrare შეღწევა) – სახეობა, გავრცელებულია ტროპიკული კლიმატის მქონე ქვეყნებში. პარაზიტობს ღორის, ძაღლისა და ადამიანის სხეულზე