რჯულის ანდრეზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რჯულის ანდრეზი – სანიმუშო საკანონმდებლო გადმოცემა რჯულის კაცთათვის ანალოგიური შემთხვევის განსასჯელად. ზეპირსიტყვიერი თემური კოდექსი. თემური წყობილების პირობებში რჯული (სასამართლო) ხელმძღვანელობდა ზეპირად გადმოცემული კანონებით – რჯულის ანდრეზებით.
დ. გოგოჭური
ლიტერატურა
- ქ. სიხარულიძე, ნარკვევები, 1958, გვ. 375;
- რ. ხარაძე, ხევსურული ანდრეზი, როგორც ხალხური სამართლის წყარო. ანალები, ისტორიის ინსტ. შრომები, 1947.