სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური – პიროვნების მიერ სააგენტოს ანგარიშზე გადარიცხული თანხა, რომლის ოდენობა დამოკიდებულია იმ სამუშაოს მოცულობაზე, რომელიც შეასრულა სააგენტომ. გადახდის ფორმა შეიძლება იყოს ნაღდი ან უნაღდო. გადასახადის ოდენობა, როგორც წესი, დადგენილია ქვეყნის მთავრობის დადგენილებით შესრულებული მომსახურების ერთეული მოცულობის მიხედვით.