საადაბადის პაქტი 1937

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საადაბადის პაქტი 1937 – ხელმოწერილ იქა 8.VII თეირანში, საადაბადის სასახლეში ავღანეთის, ირანის, ერაყისა და თურქეთის წარმომადგენელთა მიერ. მან გააფორმა ახლო აღმოსავლეთის ანტანტის შექმნა. პაქტი დაიდო 5 წლით (იმავე პერიოდით შემდგომი გაგრძელებებით, თუ რომელიმე მხარე არ მოახდენდა მის დენონსაციას). ძალაში შევიდა 25.VI.1938.

პაქტის მონაწილეებმა ვალდებულება აიღეს, არ ჩარეულიყვნენ ერთმანეთის საშინაო საქმეებში; პატივი ეცათ მათი საერთო საზღვრების ხელშეუხებლობისათვის; უარი ეთქვათ, აგრესიის აქტებზე, ამასთან აგრესიის ცნება განიმარტა აგრესიის განსაზღვრის 1933 ლონდონის კონვენციების შესაბამისად. მხარეები შეთანხმდნენ, ჩაეტარებინათ კონსულტაციები საერთაშორისო კონფლიქტების წარმოქმნის შემთხვევაში, თუკი ისინი შეეხებოდა მათ საერთო ინტერესებს; არ დაეშვათ თავიანთ ტერიტორიებზე ისეთი შეიარაღებული რაზმებისა და ფორმირებების შექმნა, რომლებსაც რომელიმე მხარის მიმართ მტრული მიზნები ექნებოდათ. პაქტთან ერთად ხელმოწერილ იქნა ოქმი მუდმივმოქმედი ორგანოს – ახლო აღმოსავლეთის ანტანტის საბჭოს შექმნის თაობაზე, ოთხი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1939-45. პაქტის მონაწილეებმა სხვადასხვა პოზიცია დაიკავეს მებრძოლ მხარეთა მიმართ და ის დაიშალა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები