სააეროდრომო-ტექნიკური უზრუნველყოფა
სააეროდრომო-ტექნიკური უზრუნველყოფა - აეროდრომებსა და დასაფრენ მოედნებზე განხორციელებული ღონისძიებების კომპლექსი, რომელსაც იყენებენ საავიაციო ნაწილების, ქვედანაყოფებისა თუ ცალკეული საფრენი აპარატის ფრენების უზრუნველყოფის მიზნით. წარმოადგენს ლოგისტიკური უზრუნველყოფის სახეს.
სააეროდრომო-ტექნიკური უზრუნველყოფა მოიცავს აეროდრომების (დასაფრენი მოედნების), სააეროდრომო ნაგებობებისა და ფრენების სახმელეთო უზრუნველყოფის საშუალებების მომზადებას, მათ საექსპლუატაციო მზადყოფნაში შენარჩუნებას; თვითმფრინავების (ვერტმფრენების) დაზიანების საავიაციო საშუალებებით, საწვავით, აირით, ელექტროკვებით, კონდიცირებული ჰაერით და ა.შ. უზრუნველყოფას; ტექნიკური დახმარების აღმოჩენას და აეროდრომის რაიონში ავარიულად ან იძულებით დაშვებული საფრენი აპარატების ევაკუაციას. ხორციელდება საავიაციო-ტექნიკური ნაწილებით (ქვედანაყოფებით).