საავეჯო პლასტმასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საავეჯო პლასტმასიავეჯის წარმოებაში გამოყენებული პლასტიკი, რომელიც მიიღება ქაღალდის გაჟღენთვით თერმორეაქტიულ ფისში. ასეთი პლასტმასის ტექნოლოგიაში ყველაზე ენერგო- და კაპიტალტევადი პროცესია ქაღალდი წარმოება. გამოიყენება ორი ტიპის ქაღალდი: კრაფტ-ქაღალდი და დეკორატიული ქაღალდი. კრაფტ-ქაღალდის გაჟღენთვისათვის გამოიყენება ფენოლფორმალდეჰიდური ფისები, ხოლო დეკორატიულისათვის – მელამინფორმალდეჰიდური.

საავეჯო პლასტმასი შედგება რამდენიმე ფენისაგან: დამცავი გამჭვირვალე ფენა – ფენოლფორმალდეჰიდურ ფისში გაჟღენთილი მაღალი ხარისხის ქაღალდი; შემდეგი ფენა – დეკორატიული; შემდეგ კრაფტ-ქაღალდის რამდენიმე ფენა, რომელიც პლასტიკის საფუძველია და ბოლო ფენა – მელამინფორმალდეჰიდურ ფისში გაჟღენთილი მაკომპენსირებელი კრაფტ-ქაღალდი (ეს ფენა აქვს მხოლოდ ამერიკულ საავეჯო პლასტიკს). მზა საავეჯო პლასტმასი წარმოადგენს მტკიცე ტონირებულ ფურცელს სისქით 1-3 მმ. თვისებებით უახლოვდება გეტინაქსს. ყველაზე დიდი გამოყენება აქვს მეტროპოლიტენის სამგზავრო ვაგონების სალონების მოსაპირკეთებელ სამუშაოებში. ბოლო პერიოდში სამშენებლო ბაზარზე დომინანტური პოზიცია დაიკავა აკრილის ფენით დაფარულმა საავეჯო პლასტმასებმა, რომლებიც გამოირჩევიან ფერთა დიდი გამითა და სასიამოვნო პრიალა ზედაპირით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები