საავტორო ზედამხედველობა (მშენებლობა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საავტორო ზედამხედველობა (მშენებლობა) – მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის ავტორის ზედამხედველობა მშენებლობის მსვლელობაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა დამტკიცებულ პროექტთან. თუ პროექტის ავტორი ვერ ანხორციელებს საავტორო ზედამხედველობას, მაშინ საავტორო ზედამხედველობის განხორციელების უფლება ეძლება მის წარმომადგენელს ან უფლებამოსილ სამართალმემკვიდრეს. საქართველოში სამშენებლო პროექტზე საავტორო უფლება რეგულირდება კანონით (საქართველოს მთავრობის დადგენილება №57, 2009 წლის 24 მარტი: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 92).