საავტორო მოწმობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საავტორო მოწმობა – სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტი გამოგონების ავტორის სახელზე, რომლითაც დასტურდება წინადადების აღიარება გამოგონებად და მისი ავტორობა. გამოგონების ავტორობა რეგულირდება საქართველოს კანონით №1585, 2005 წლის, 3 ივნისი – საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.