საარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საარი – აღმოსავლური კილო, ჰანგი გავრცელებული საქართველოში XX ს-ის დამდეგამდე. დილის სიმღერა, რომლითაც ეგებებიან ცისკარს, მზის ამოსვლას, აისს. დუდუკის ერთგვარი ტკბილი ჰანგია, რომელსაც უფრო დილაობით (უფრო ქორწილის მეორე დილით)ააზუზუნებენ ხოლმე.