საარტილერიო კორპუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საარტილერიო კორპუსი - მთავარსარდლის რეზერვის არტილერიის შენაერთი II მსოფლიო ომში, განკუთვნილი იყო არტილერიის მასირებისთვის დაჯგუფების ძალისხმევის თავმოყრის მიმართულებებზე. ზოგიერეთი ქვეყნის არმიებში იქმნებოდა, როგორც გარღვევის საარტილერიო კორპუსი.
თითოეული საარტილერიო კორპუსი მოიცავდა 2-2 გარღვევის საარტილერიო დივიზიას, ხოლო თავდაპირველად - ერთ ნაღმსატყორცნების დივიზიას (სულ 1000-ზე მეტი ქვემეხი, ნაღმსატყორცნი და გამშვები დანადგარი).