საარტილერიო ხელსაწყოები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საარტილერიო ხელსაწყოები – ცეცხლის მართვის და სროლის უზრუნველყოფის საშუალებები. შედგება: თვალთვალის, კუთხეების და მანძილების საზომი (ბინოკლი, სტერეომილი, მანძილმზომი, ბუსოლი, თეოდოლიტი), სროლის საწყისი მონაცემების განმსაზღვრელი (ცეცხლის მართვის ხელსაწყო, კორექტურის გათვლის ხელსაწყო, საარტილერიო შესასწორებელი და სხვა), ბალისტიკური, ტექნიკური და მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის, ქვემეხის დამიზნების ხელსაწყოებისგან (საველე ბალისტიკური სადგური, მუხტის კამორის სიგრძის გასაზომი ხელსაწყო, ქვემეხის კვადრანტი, საქარე თოფი, საველე ქარმზომი, სადესანტო მეტეოროლოგიური კომპლექსი). საველე არტილერიის მოსამზადებლად გამოიყენება მართვის მანქანების კომპლექსი. საზენიტო, საავიაციო და სახომალდე არტილერიაში ამ მიზნით გამოიყენება რადიოლოკაციური სადგური, დამიზნების და თანხლების ოპერატიულ-ელექტრონული სისტემები, ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები