საბაზრო ფასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბაზრო ფასი – (market price), ფასი, რომელიც ყალიბდება ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების გავლენით და გასაყიდი საქონლის (მომსახურების) ერთეულზე სუბიექტური სარგებლიანობის მიხედვით. მასში, გარდა წარმოების დანახარჯებისა და მოგებისა, შედის არაპირდაპირი გადასახადები და წვრილმანი გასამრჯელო. საბაზრო ფასი ის ფაქტობრივი ფასია, რომელსაც მყიდველები იხდიან საქონლის (მომსახურების) შესაძენად.