საბას სამეფოს დედოფალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბას სამეფოს დედოფალი - სოლომონ მეფის თანამედროვე. საბას დედოფალი ცნობილი იყო თავისი სილამაზით, შორსმჭვრეტელობით და სიმდიდრით. როცა მან გაიგო სოლომონის სიბრძნესა და სიმდიდრეზე, მივიდა მასთან მოსანახულებლად და საჩუქრად მიართვა უამრავი ძვირფასი საშენი მასალა, ასი ლიტრა ოქრო, ძვირფასი ქვები და აურაცხელი კეთილსურნელი.

ქალაქი საბა მდებარეობდა არაბეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ის განთქმული იყო უდიდესი სიმდიდრით, მათ შორის ოქროს საბადოთი, გუნდრუკითა და სურნელოვანი ფისით. ადამიანი რომ მიუახლოვდებოდა ამ მშვენიერ ქალაქს, შორიდანვე შეიგრძნობდა ამ ქალაქიდან გამომდინარე საამო სურნელებას, რადგან აქ შეშად ხმარობდნენ კეთილსურნელოვან კასიის ხეებს, რომლის ცეცხლიც მუდმივად გიზგიზებდა იქ მოსახლეთა სახლებში.



წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები