საბა სვინგელოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბა სვინგელოზი – XIII საუკუნის ჰიმნოგრაფი. კარის ეპისკოპოსი; არის ცნობები, რომ არსენ ბულმაისიმისძის თანამედროვე იყო. არსებობს ვარაუდი, რომ ის იყო ჯავახეთიდან. საბა სვინგელოზი 1102–1158 წლებში მოღვაწეობდა ათონზე. მას მიაწერენ დავით აღმაშენებლის „ცხოვრებას“ და ბერძნულიდან ძლისპირთა კრებულის გადმოღებას. ჩვენამდე მოღწეულია საბა სვინგელოზის „გალობანი ქრისტეს განგებულებისა და განკაცებისანი“, რომლის აკროსტიქიდანაც ჩანს, რომ ეს გალობა დაწერილია ვარდან აბუსერისძის თხოვნით.